ge
სწავლების მეთოდიკა
ათწლეულების განმავლობაში, ნიკოლაი კონსტანტინოვის „ფურცლების სისტემის“ მეთოდოლოგიამ, შესანიშნავად დაიხასიათა თავი ბევრ სასწავლო დაწესებულებაში. კონსტანტინოვი უდავოდ უდიდესი პიროვნებაა, რომელიც
ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა ნიჭიერი ბავშვებისთვის რუსეთის მათემატიკური სასკოლო განათლების სისტემის ორგანიზების დარგში, რომელიც, საერთო მოსაზრებით, შედის მსოფლიოს საუკეთესო სისტემათა ორეულ-სამეულში
(დღემდე!).
კლუბი მუშაობს ნიკოლაი კონსტანტინოვის სისტემის მიხედვით
ამ სისტემის არსი მარტივია. მთლიანი მასალა, რომლის შესწავლაც ხდება წლის განმავლობაში, იყოფა შედარებით დიდ ბლოკებად (სიმრავლეთა თეორია, კომბინატორიკა და ა.შ.), ხოლო თითოეული ბლოკი - რამდენიმე მცირე თემად
(მაგალითად, „სიმრავლეები და ქვესიმრავლეები“, „ასახვები და მათი სახეობები“).
ყოველი თემა მოცემულია, როგორც მეთოდურად უკიდურესად გააზრებული ამოცანების მიმდევრობა. რეალურად, პედაგოგი ფურცელს ურთავს მაქსიმალურად მოკლე წინასიტყვაობას - სულ ესაა! (იხილეთ ბარათების მაგალითი გნომონების თემაზე განყოფილებაში „რას ვასწავლით“). ფურცლები ურიგდებათ მოსწავლეებს, რომლებიც, ყველა თავის ტემპში, იწყებენ ამოცანების თანმიმდევრობით ამოხსნას და დასრულების შემდეგ აბარებენ პედაგოგს ან მის თანაშემწეებს. ამოცანების მთლიანი ჯაჭვის ამოხსნის შემთხვევაში, ბავშვი ისეთ დონეზე მოიპოვებს სრულ წვდომას თემაზე, რომ არც კი უოცნებიათ მათ, ვინც უბრალოდ იზეპირებდა განსაზღვრებებს და მაგალითებს ხსნიდა ნიმუშის მიხედვით.
როგორ მუშაობს მეთოდოლოგია
აღმოჩნდა, რომ ამგვარი მეთოდით მათემატიკის სისტემატური შესწავლის ეფექტი გასაოცარია. ბავშვები, რომლებიც კონსტანტინოვის მეთოდოლოგიით სწავლობენ, გამოირჩევიან გაცილებით მაღალი მაჩვენებლებით გამოცდებზე, ოლიმპიადებზე, ასევე მსოფლიოს საუკეთესო
უნივერსიტეტებში ჩაბარებისას. „ფურცლების სისტემა“ გამოიყენება რუსეთის თითქმის ყველა მოწინავე სკოლაში, ხოლო შედეგები თავად მეტყველებს საკუთარ თავზე. მაშინ, რატომ არ არის აღნიშნული მეთოდით სწავლება საყოველთაოდ გავრცელებული? აშკარა მიზეზი ორია. უპირველეს ყოვლისა, ეს მეთოდი პედაგოგისგან მოითხოვს უდიდეს რესურსს: მისი ძირითადი სამუშაო ემყარება არა დაფასთან მასალის ახსნას, არამედ ამოცანების ამოხსნის ხერხის ახსნას, რის ფარგლებშიც მან რეალურად უნდა ასწავლოს თითოეულ მოსწავლეს, მიუთითოს შეცდომაზე, უბიძგოს ამოხსნისკენ და ა.შ.. მეორე-აღნიშნული მოითხოვს ძალისხმევას მოსწავლისგან: მისი ძირითადი სამუშაო ემყარება არა იმას, რომ უსასრულოდ
წარმოიდგინოს რიცხვები ცნობილ ფორმულებში, არამედ დამოუკიდებლად მოიფიქროს აქამდე მისთვის უცნობი ლოგიკური სვლები და ხერხები, რაც, ბუნებრივია, რომ გაცილებით მეტ რესურსს მოითხოვს. მაგრამ, ზუსტად აქ
იწყებს მუშაობას პრინციპი „ისიამოვნე მათემატიკით“!
როგორ ეფექტს გვაძლევს სწავლება „ფურცლების სისტემის“ მიხედვით
სწავლებისთვის საჭირო მასალებს პედაგოგები ამზადებენ ინდივიდუალურად თითოეული ჯგუფისთვის. ბლოკების და თემების კონკრეტული კრებული თითოეულ კლასში,
რასაკვირველია, ძალზედ ვარიაციულია და დიდძალად დამოკიდებულია პედაგოგის წარმოდგენაზე იმის შესახებ თუ როგორ უნდა შემუშავდეს მათემატიკის სწავლების სტრატეგია. მეორეს მხრივ, არსებობს რამდენიმე დამკვიდრებული ვერსია. მაგალითად, თავიდან სიმრავლეთა თეორიით დაწყება (საოცარია, მაგრამ რაც უფრო პატარა ასაკის არიან მოსწავლეეები, მით თავისუფლად და ბუნებრივად იწყებენ იმგვარი საბაზო, თუმცა აბსტრაქტული ცნებებით სარგებლობას, როგორიცაა სიმრავლე და ასახვა, სიმრავლის სიმძლავრე, თვლადობა...), შემდეგ კომბინატორიკის ბლოკებით, რიცხვთა თეორიით გაგრძელება და ა.შ..
რატომ არ არის საჭირო სახელმძღვანელოები და მეთოდური მითითებები
პირდაპირ გეტყვით, რომ თავდაპირველ ეტაპზე ამოცანების ამოხსნის და ჩაბარების ტემპი შესაძლოა არ იყოს მაღალი და ასეცაა - რეალურად ხომ ყველას თავისი სასწავლო ტრაექტორია აქვს. გვსურს ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ ამ სისტემაში არ არსებობს არანაირი „სათამაშო ფორმატი“, როგორ ამას აღნიშნავენ-ხოლმე. ეს სულაც არ არის თამაში - ეს შრომაა, საკმაოდ ბეჯითი, თუმცა, სიამოვნებისა და საოცარი შედეგების გარდაუვლად მომტანი. ზოგიერთი მოსწავლე იმაზე წუხს, რომ თავიდან საკმაოდ ნელა მიიწევს წინ, რაც არ შეესაბამება მის შინაგან მოლოდინს. აქ უპრიანია კონსტანტინე ციოლკოვსკის ციტატის მოყვანა, რომელიც, იყო რა თვითნასწავლი, ამბობდა: „თავიდან აღმოვაჩინე ისეთი რამ, რაც ყველასთვის იყო ცნობილი, შემდეგ - ისეთი რამ, რაც მხოლოდ ზოგიერთმა იცოდა, ხოლო შემდეგ - ის, რაც არავინ იცოდა“.
როდის შეიმჩნევა მეცადინეობების შედეგები