ge
კლუბის პედაგოგები
— შემიძლია ნებისმიერს ვასწავლო 4 წლის ასაკიდან და ზემოთ - მთავარია სასიამოვნო კომუნიკაცია შედგეს. ადრეულ წლებში სკოლაში ვმუშაობდი. ჩემი კაბინეტის კარზე ბავშვებმა დაწერეს „აქ მუშაობს ა.ო. - მკაფიო ხაზების ოსტატი“. ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო.

ჩემი ძველი მოსწავლეები თავიანთი შვილების სწავლა-განათლებასაც მანდობენ. არც თუ ისე დიდი ხნის წინ ერთ-ერთი პირველი მოსწავლის 10 წლის შვილმა პირველი ადგილი აიღო მასაჩუსეტსის საერთაშორისო ოლიმპიადა Kangaroo-ზე.

გამიმართლა, ვინაიდან რამდენიმე ძალან ნიჭიერი ადამიანის მასწავლებელი ვიყავი. მათგან ყველაზე ნიჭიერმა მათემატიკის ფაკულტეტი დატოვა და ხელოვნური ინტელექტის შესწავლას შეუდგა, ხოლო მეორე ფინანანსურ მენეჯმენტზე ორიენტირდა. ისე მოხდა, რომ პროფესიონალი მათემატიკოსის პროფესია არცერთმა აირჩია.
ალექსანდრე ნოვიკი
48 წლის
მათემატიკა
დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, არის ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი. მუშაობდა 5 უმაღლეს სასწავლებელში, მათ შორის ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში, სადაც ასწავლიდა კომპლექსურ ანალიზს, მათემატიკური ფიზიკის განტოლებებს, ალბათობის თეორიას, დიფერენციალურ განტოლებებს.
აქვს სკოლის მოსწავლეებთან მუშაობის 30-წლიანი სტაჟი. ასწავლიდა 1586-ე ლიცეუმის მათემატიკურ კლასებში.
— ადვილად ვპოულობ საერთო ენას ნებისმიერი ასაკის და დონის მოსწავლეებთან - 4-5 წლის პატარებიდან მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტებამდე, თუმცა ყველაზე მეტად 10-15 წლის ბავშვებთან მუშაობა მხიბლავს. ხშირად ვახერხებ მათემატიკის შესწავლის საინტერესო და რაც მთავარია, გასაგებ პროცესად ქცევას. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვაჩვენო, რომ მათემატიკა შესაძლოა რთულია, მაგრამ ამავდროულად მომაჯადოებელი მეცნიერებაა.

ჩემს მოსწავლეებს შორის სრულიად რუსეთის მოსწავლეთა მათემატიკის ოლიმპიადის 40-ზე მეტი პრიზიორი და გამარჯვებულია, სრულიად რუსეთის მოსწავლეთა მათემატიკის ოლიმპიადის რეგიონალური ეტაპის 15-ზე მეტი გამარჯვებული და პრიზიორია.

ჩემმა მოსწავლეებმა ასევე ბევრჯერ გაიმარჯვეს და მოიპოვეს პრიზები ლეონარდ
ეილერის სახელობის ოლიმპიადაზე, „ქალაქების ტურნირის“ საერთაშორისო
ოლიმპიადაზე, ოლიმპიადაზე „უმაღლესი სტანდარტი“, მ.ვ. ლომონოსოვის
სახელობის ოლიმპიადაზე.
დმიტრი ელისეევი
37 წლის
მათემატიკა
დაამთავრა სამარას სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. ამ უნივერსიტეტშივე გააგრძელა პედაგოგიური მოღვაწეობა.
სამეცნიერო ინტერესების სფერო: ლის ალგებრა, ლის ჯგუფები, მათი სხვადასხვა გამოყენება. უძღვებოდა „გრობნერის ბაზისების“ კურსს, მოხსენებებით გამოდიოდა სხვადასხვა კონფერენციებზე ალგებრის დარგში, მათ შორის ბრემენის ჯეიკობსის უნივერსიტეტში.
აქვს ბავშვებთან მუშაობის 15-წლიანი სტაჟი. 2016 წელს ჩამოაყალიბა სამარას საქალაქო მათემატიკის წრე, რომელზე სიარულიც ქალაქის ნებისმიერი სკოლის მოსწავლეებს შეეძლოთ. მომზადებული ყავს ოლიმპიადის ათეულობით გამარჯვებული.
—მიყვარს ფიზიკის ახსნა თავიდან, რათა ჩამოყალიბდეს საგნის ხედვა. თუმცა, საინტერესო საოლიმპიადე იდეები ყველა თემაშია, ამიტომ არ გამოვყოფ კონკრეტულ ასაკს.

ვამზადებ ბავშვებს სხვადასხვა დონის ოლიმპიადებისთვის, დაწყებული საუნივერსიტეტოდან და დამთავრებული საერთაშორისოთი. ჩემთვის ყველაზე დიდი ღირებულება ისაა, რომ ბავშვები, რომლებთან მუშაობა მე-6 კლასში დავიწყე, დღეს რუსეთის ფიზიკის ნაკრების წევრები არიან.
რომან ალექსეევი
31 წლის
ფიზიკა
დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი.
წელზე მეტი იმუშავა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ო.ი. შმიდტის სახელობის დედამიწის ფიზიკის ინსტიტუტში მეცნიერმუშაკად. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის მიმართულებას ტექნოფიზიკა წარმოადგენს. გვევლინება 15 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორად და რამდენიმე საგრანტო პროგრამის მონაწილედ.
8 წლის განმავლობაში იყო მოსკოვის ფიზიკის ნაკრების ხელმძღვანელი. 6 წელი ასწავლიდა ფიზიკას სკოლებში. არის რამდენიმე ოლიმპიადის ჟიურის წევრი, მათ შორის ექსპერიმენტული ფიზიკის ოლიმპიადის IEPhO.
—7 წელია რაც ვატარებ მეცადინეობებს როგორც დასწრებულ, ასევე დაუსწრებელ წრეებში, მათემატიკის ზაფხულის სკოლებში. მაქვს ბავშვებთან მუშაობის მრავალმხრივი გამოცდილება პედაგოგის, დასწრებულ ოლიმპიადებზე ჟიურის წევრის და დისტანციური სწავლების ორგანიზატორის რანგში.

მსიამოვნებს ნებისმიერი ასაკის ბავშვთან მუშაობა. მნიშვნელოვანი ისაა თუ რამდენის მიცემა შემიძლია ჩემი მოსწავლეებისთვის. უპირატესობას ვანიჭებ მოსწავლეებთან ერთ დონეზე ყოფნას და მეგობრული ურთიერთობების დამყარებას, ვესაუბრები შენობით.
ანდრეი კოპჩუკი
25 წლის
მათემატიკა, ფიზიკა, ინფორმატიკა
ფიზიკის, ნანოტექნოლოგიების და ტელეკომუნიკაციების პოლიტექნიკური ინსტიტუტი. ფიზიკა: ბიოტექნიკური ფიზიკა.
6 წელზე მეტია მოსწავლეებს ვეხმარები სწავლების სხვადასხვა მიზნის მიღწევაში - სახელმწიფო გამოცდებიდან დაწყებული ოლიმპიადებით დამთავრებული. ვმუშაობ როგორც ინდივიდუალურად, ასევე წრეებში.
— ყველაზე მეტად მე-5-7 კლასებთან მუშაობა მიყვარს. შემიძლია ვიამაყო
ოლიმპიადებში ჩემი მოსწავლეების წარმატებებით, მაგალითად, ჩემმა მოსწავლე
გოგონამ გაიმარჯვა ი.ფ. შარიგინის სახელობის გეომეტრიის ოლიმპიადაში.
ივან რეშეტნიკოვი
29 წლის
მათემატიკა
დაამთავრა მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტი. საკანდიდატო დაიცვა დისკრეტული მათემატიკის თემაზე. არის სრულიად რუსეთის მათემატიკის ოლიმპიადის 2011 წლის გამარჯვებული, 2010 წლის რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის ოქროს მედლის მფლობელი.
ასწავლის 11 წლის ბავშვებს. არის რუსეთში მათემატიკის 2020 წლისსაერთაშორისო ოლიმპიადის კოორდინატორი, წარსულში - ფიზიკა-მათემატიკური ლიცეუმის პედაგოგი დოლგოპრუდნიში.
— თუ საზაფხულო სკოლებსა და რეპეტიტორობას ჩავთვლი, ბავშვებთან მუშაობის 5-წლიანი სტაჟი მაქვს. ჩემთვის უფრო კომფორტულია მე-8 და უფროს კლასელ ბავშვებთან მუშაობა. ვასწავლი საოლიმპიადე მათემატიკას. ვადგენ ამოცანებს ოლიმპიადებისთვის.
პაველ რიაბოვი
24 წლის
მათემატიკა
ეკონომიკის უმაღლესი სკოლის მათემატიკის ფაკულტეტი. სრულიად რუსეთის მათემატიკის ოლიმპიადის მრავალგზის პრიზიორი.
ბავშვებთან მუშაობის სტაჟი - 5 წელი. მუშაობდა ალგებრის პედაგოგად 1543-ე გიმნაზიის მათემატიკურ კლასებში. რამდენიმე წელი ასწავლიდა მათემატიკურ საზაფხულო სკოლაში Kostroma open.
იური სკაკოვი
27 წლის
ფიზიკა
დაამთავრა მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტი. დაკავებული იყო კვლევითი საქმიანობით ექსპერიმენტული ფიზიკის დარგში, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტში.
ბავშვებს ასწავლის 2016 წლიდან. 2018 წლიდან მოამზადა ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადის 16 ოქროს მედალოსანი.