ge
დამატებით მეცადინეობებს ატარებენ საერთაშორისო დონის პედაგოგები
მათემატიკის, ფიზიკის და პროგრამირების კლუბი ბავშებისთვის 9 წლის ასაკიდან. მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეკონომიკის უმაღლესი სკოლის და სარატოვის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის პედაგოგები მაქსიმუმ ათი ბავშვისგან შემდგარ ჯგუფებში მეცადინეობებს ატარებენ ინდივიდუალური პროგრამებით
ჩვენ მივხვდებით, დაინტერესდება თუ არა ბავშვი ჩვენი მეცადინეობებით. ხოლო
თქვენ ნახავთ თუ როგორ ტარდება კლუბში გაკვეთილები და როგორი ბავშვები მეცადინეობენ.
მობრძანდით ღია გაკვეთილზე
პედაგოგი არ კითხულობს ლექციას, ის ადგენს ამოცანების ინდივიდუალურ კრებულს თითოეული მოსწავლისთვის. მოსწავლე კი ამ ამოცანებს თავისი ტემპით ხსნის.

პედაგოგი კონტროლიორი კი არა, პარტნიორია, რომელთან ერთადაც ბავშვი ხსნის ამა თუ იმ თემას.
რით განსხვავდება კლუბი სკოლისგან?
ბავშვები არ იზეპირებენ ფორმულებს - ისინი მათ დამოუკიდებლად გამოჰყავთ, არ ჭირდებათ ალგორითმების ამოხსნების დამახსოვრება - თავად იმუშავებენ ალგორითმებს.

შედეგი - ბავშვები იწყებენ ინტელექტუალური სიამოვნების მიღებას მათემატიკაში მეცადინეობისას. რაც უფრო კარგად გამოსდით, მით მეტ სიამოვნებას იღებენ და მით უკეთ გამოსდით.
როგორ ტარდება მეცადინეობები?
პედაგოგები თითოეული ბავშვისთვის ინდივიდუალურად ირჩევენ თემას, რომელიც მან არ იცის, და მასალას, რომლის ათვისებასაც ინტერესით შუდგება.

ეს მეთოდოლოგია შეიმუშავა ნიკოლაი კონსტანტინოვმა და ზუსტად მისი გამოყენებით სწავლობდა საერთაშორისო ოლიმპიადების ბევრი გამარჯვებული.
როგორია მეცადინეობის პროგრამა?
მოსწავლეა
10
ერთ ჯგუფში
მეცადინეობა
ტარდება
2
ერთ საგანში
კვირაში
საათი
გრძელდება
1.5
ინდივიდუალური
პროგრამა ყოველი
მოსწავლისთვის
ერთი მეცადინეობა
UG School
მეცადინეობები ტარდება თანამედროვე
და კომფორტულ სკოლაში
სკოლა, რომელშიც საოცრად კომფორტული და მეგობრული გარემოა, მუშაობს კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული სტანდარტებით.
სკოლა მდებარეობს საბურთალოს რაიონში, საქართველოს უნივერსიტეტის მიმდებარედ. აქ ბავშვი თავს იგრძნობს კომფორტულად და უსაფრთხოდ, ისევე, როგორც კერძო სკოლის ნებისმიერი მოსწავლე.
როგორ შევარჩიეთ პედაგოგები
ჩვენ გავიცანით 50-ზე მეტი პედაგოგი და გავესაუბრეთ მათ. გამოვტოვოთ
მოსაწყენი და აშკარა მომეტები: ვეძებდით ზეკვალიფიცირებულ პირებს, რომლებიც ფლობდნენ თანამედროვე ტექნოლოგიებს და ა.შ. რაც მთავარია, აუცილებელი კრიტერიუმების დავცით, მოთხოვნა მდგომარეობდა შემდეგში: პედაგოგი თავად უნდა იღებდეს სიამოვნებას მეცადინეობებისგან. როდესაც მასწავლებელს თვალები უბრწყინავს, მოსწავლეებს ფაქტიურად არ აქვთ შანსი, რომ არ გადაედოთ განწყობა და უფრო და უფრო მეტი გატაცებით არ დაიწყონ მათემატიკის ამოცანების ამოხსნა.
წმინდა მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2010 წელი), ფონდი „დინასტიის“ მათემატიკოსების კონკურსის გამარჯვებული, 2013 წელი. სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული ოცზე მეტი პუბლიკაციის ავტორი. ლექციებს კითხულობდა და მუშაობდა ბრემენის, ბონის, ობერვოლფახის, ხაიფას და სან-პაულუს უნივერსიტეტებში.
მიხაილ იგნატიევმა
პედაგოგების გუნდი ჩამოაყალიბა კლუბის მეთოდოლოგმა
მეცადინეობების განრიგი
ერთ ჯგუფთან პედაგოგი ატარებს 2 წყვილ აკადემიურ საათს კვირაში. ყოველი
ჯგუფისთვის ინდივიდუალურად შევარჩევთ მეცადინეობის ისეთ დროს, რომელიც უფრო მოსახერხებელია ბავშვებისა და მშობლებისათვის.

მაგალითად, თუ თქვენ აირჩიეთ მათემატიკა და ფიზიკა, მაშინ ჩაგიტარდებათ 4
მეცადინეობა კვირაში, ხოლო, მხოლოდ მათემატიკის შერჩევის შემთხვევაში - 2
მეცადინეობა.

თუმცა, კლუბში მოსვლა საშინაო დავალების გასაკეთებლად, იმის სანახავად თუ როგორ მუშაობენ სხვა ბავშვები ან უბრალოდ, კომუნიკაციისთვის, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, როდესაც ის ღიაა. ჩვენ უზრუნველვყოფთ იმგვარ გარემოს, რომელშიც ბავშვები ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან და კომფორტულად იგრძნობენ თავს.
ვისთან ერთად
ერთ ჯგუფში მაქსიმუმ 10 ბავშვია. ეს მოსწავლეების ის ზღვრული რაოდენობაა,
რომელთანაც ხარისხის დაკარგვის გარეშე შეიძლება მეცადინეობა ჩვენი
მეთოდოლოგიის მიხედვით.

ჩვენთვის უაღრესად მნშვნელოვანია, რომ ჯგუფში დინამიკა სუფევდეს: ბავშვები წარმატებაზე იმუხტებოდნენ, ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს ან სხვათა წარმატებებით ხარობდნენ. ამიტომ, ჯგუფებს იმგვარად ვაკომპლექტებთ, რომ მასში შემავალი ბავშვები ერთმანეთს შეეფერებოდნენ ცოდნის დონით.
ისწავლის ჩემი შვილი?
მეგობრებთან ერთად სწავლა უფრო საინტერესოა
კლუბში შეიძლება მეცადინეობის შემდეგ დარჩენა, რათა ბავშვმა გამოიცვალოს გარემო, არაფორმალურად იურთიერთოს და თანამოაზრეებიც აღმოაჩინოს.

კლუბში ბავშვები კომფორტულ გარემოში არიან, მსგავსი ინტერესების მქონე თანატოლებთან ერთად. ამგვარად მათ უფრო მეტად უჩნდებათ განვითარების

სურვილი. სასიამოვნოა, როდესაც არა მხოლოდ მასწავლებელთან მოდიხარ სამეცადინოდ, არამედ მეგობრების სანახავადაც!